პრეზიდენტ მარგველაშვილს „ქართული ოცნება“ „გაუგონარი ხალხის ენით ებრძვის“, განაცხადა სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ გადაცემა „არჩევანის“ ეთერში სტუმრობისას, სადაც განხილვის მთავარი თემა საქართველოს პრეზიდენტის მიერ ძალადობაში ბრალდებული იმ პირის შეწყალების საკითხი იყო, რომელიც პოლიციამ შაბათს თელეთში დააკავა და რომელსაც თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე გასულ კვირას ახალგაზრდა ქალის, თავისი გერის მკვლელობაში ედება ბრალი.
„პრეზიდენტ მარგველაშვლზე განცხადებებს რომ აკეთებს, რა ერქვა ადეიშვილის სამდივნოს ბიჭს?... ზარდიაშვილი. ვანო ზარდიაშვილი 2005 წელს პროკურატურიდან რატომ გაუშვეს იცით? იმიტომ, რომ ნარკოტესტი ვერ გაიარა, კამერამ გადაუღო, როგორ შეიტანა სხვისი შარდი პრეზერვატივით გამოსაცდელ ოთახში. ამის გამო გაუშვა ეს კაცი ზურა ადეიშვილმა პროკურატურიდან. არ გაუშვია მგლის ბილეთით. სავარაუდოდ, მან განცხადება დაწერა, მაგრამ იქ ხალხი მუშაობდა იმ დროს და ემახსოვრებათ, ჰკითხეთ, მათ შორის გენინსპექციის იმჟამინდელ უფროსებს და ა.შ. ეს კაცი რიხით მაინც ნუ ლაპარაკობს ყველაფერთან ერთად და იმას მაინც ნუ ლაპარაკობს, რომ ადეიშვილის ხელისუფლების დროს შერჩევითი სამართალი იყო. ამაზე მაინც ნუ ლაპარაკობს ვინმე ვანო ზარდიაშვილი, რომელიც არარაობაა, არავითარი დამსახურებისთვის, სრულიად ნულოვანი პოლიტიკური გამოცდილებით დღეს პარლამენტში ზის და აკეთებს განცხადებებს, ვინ უნდა შეიწყალონ და ვინ არა და სიურპრიზებს გვთავაზობს და პოლიტიკური ფიგურანტი გახდა ადამიანი, რომელიც ვერაფერში ვერ ერკვევა საერთოდ, გარდა დავალებების შესრულებისა, რომელსაც აძლევდა ვალერი ცერცვაძე. კომიზმამდე მისული ვართ. ვალერი ცერცვაძის ხელის ბიჭი ასამართლებს პრეზიდენტ მარგველაშვილს“, განაცხადა გვარამიამ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.