ბარბარა ბუში, აშშ-ის პრეზიდენტების მეუღლე და დედა, 92 წლის ასაკში გარდაიცვალა
18-04-2018, 06:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

92 წლის ასაკში შეერთებული შტატების ყოფილი პირველი ლედი ბარბარა ბუში გარდაიცვალა. იგი მატრიარქალური ფიგურა იყო პოლიტიკური დინასტიისა, რომელიც ორ პრეზიდენტს მოიცავდა - მის მეუღლეს, ჯორჯ ეიჩ დაბლიუ ბუშს, ვაჟს, ჯორჯ დაბლიუ ბუშს და ასევე მეორე ვაჟს, ფლორიდის გუბერნატორს, ჯებ ბუშს.

 


ბარბარა ბუშს, რომელიც პირველი ლედი 1989-1993 წლებში იყო, ჯანმრთელობის მდგომარეობა ჰქონდა გაუარესებული ბოლო პერიოდში და შემდგომ სამედიცინო მკურნალობაზე უარი ჰქონდა გაცხადებული.

 


აშშ-ის პოლიტიკური ისტებლიშმენტი ღრმა მწუხარებას გამოხატავს მისი გარდაცვალების გამო.

 


ბარბარას ქმარი, 93 წლის ჯორჯ ეიჩ დაბლიუ ბუში, შეერთებული შტატების პრეზიდენტებს შორის ყველაზე ხანგრძლივად მცხოვრებია. ბარბარა ბუშის შვილი, ჯორჯ დაბლიუ ბუში აშშ-ის 43-ე პრეზიდენტი, 2000 წელს იქნა არჩეული და ორი ვადით მსახურობდა ამერიკის პრეზიდენტად.

 

 

 

(Reuters-ის ფოტო: 2005 წელი, ბარბარა ბუში და მისი ვაჟი, ჯორჯ დაბლიუ ბუში)

 

 

ჯორჯ ბუშის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია: „ჩემი ძვირფასი დედა გარდაიცვალა 92 წლის ასაკში. ლორა, ბარბარა, ჯენა და მე დამწუხრებულები ვართ, მაგრამ ჩვენი სულები მშვიდია, რადგან ჩვენ ვიცით, რომ მისი სულიც მშვიდი იყო. ბარბარა ბუში ჩინებული პირველი ლედი და ქალი იყო, ყველასაგან გამორჩეული, რომელმაც სიცოცხლის ხალისი, სიყვარული და წიგნიერება მილიონებს მოუტანა“.

 

 

 

(ჯორჯ ეიჩ დაბლიუ ბუში და ბარბარა ბუში 73-წლიან ქორწინებაში იმყოფებოდნენ. Reuters-ის ფოტო)

 

 

აშშ-ის ისტორიაში, ბარბარა ბუში, აბიგაილ ადამსის შემდეგ მეორე ქალბატონი იყო, რომლის ქმარი და ვაჟი შეერთებული შტატების პრეზიდენტი გახდა და ერთადერთი, რომელიც ორთავეს ფიცის დადების მომსწრე გახდა.

 


აბიგაილ ადამსი აშშ-ის მეორე პრეზიდენტზე, ჯონ ადამსზე იყო დაქორწინებული და ექვსი შვილის დედა გახლდათ, რომელთაგან ერთ-ერთი, ჯონ ქუინსი ადამსი, მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტი გახდა, მაგრამ დედამისი მისი ვაჟის პრეზიდენტად არჩევას ვერ მოესწრო.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი