სამწუხაროა, რომ საქართველოს ჰყავს პრემიერ მინისტრი, რომელიც თავს ანგარიშვალდებულად თვლის ბიძინა ივანიშვილის წინაშე და არა პარლამენტის წინაშე, განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, სალომე სამადაშვილმა პარტიის ინიციატივასთან დაკავშირებით, რომელიც მთავრობის მეთაურის მიერ წელიწადში ორჯერ პარლამენტში ანგარიშის წარდგენას შეეხება.
„აღმასრულებელი ხელისუფლება საკმაოდ უდიერად ეპყრობა პარლამენტს, პრემიერ მინისტრს მიაჩნია, რომ ის ვალს ადებს პარლამენტს, როდესაც მოდის პარლამენტში პასუხის გასაცემად....
საკანონმდებლო ცვლილების გზით ის მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ დავავალდებულოთ პრემიერ მინისტრი პარლამენტში ხშირად მოვიდეს", განაცხადა სალომე სამადაშვილმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
„ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივას, მთავრობის მეთაურის წელიწადში ორჯერ პარალემენტში ანგარიშით წარდგენასთან დაკავშირებით, კანონმდებლები დღეს სესიაზე პირველი მოსმენით განიხილავენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.