გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერმა, რამაზ ბუდაღაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ტარიელ ჯანხოთელმა სხვა თანამდებობის პირებთან ერთად, მარტყოფისა და ნორიოს ბავშვთა სახლების აღსაზრდელებს საჩუქრები გადასცეს.
„მოზარდებმა საჩუქრად ველოსიპედები მიიღეს. როგორც პირველი პირები აცხადებენ მოზარდების სურვილების ასრულება მომავალშიც გაგრძელდება.
სოფელ მარტყოფის მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლში „ჩვენი სახლი“ რვა, ხოლო სოფელ ნორიოს სახლში „ბავშვი და გარემო“ შვიდი აღსაზრდელი ცხოვრობს. ისინი აქტიურად არიან ჩართულნი სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ და შემეცნებით აქტივობებში", აღნიშნულია გარდაბნის მერიისა და საკრებულოს პრესსამსახურების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები მცირე საოჯახო ტიპის სახლებს სააღდგომოდაც სტუმრობდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.