საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა ხვალ, პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გაიმართება.
ირაკლი კობახიძის თქმით, უმრავლესობის შეკრება პარლამენტში 21:00 საათზე მოხდება.
„უმრავლესობის სხდომის ფორმატში ხვალ, 21:00 საათზე შევიკრიბებით. რაც შეეხება დღის წესრიგს, დაგეგმილია მიმდინარე საკითხების განხილვა, მათ შორის, ვიმსჯელებთ იმ პროცესებზე, რაც ამჟამად უმრავლესობის შიგნით მიმდინარეობს", განაცხადა კობახიძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.