საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი პრეზიდენტის მიერ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულის წარსულში შეწყალების თაობაზე მმართველი გუნდისა და ოპოზიციის განცხადებებს კიდევ ერთხელ ეხმაურება.
აბაშიშვილი აცხადებს, რომ „მთელი სახელმწიფო მანქანა „ქართულ ოცნებასა" და „ევროპულ საქართველოსთან" ერთად, პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად მუშაობს".
„სახელმწიფო უწყებები იმის მაგივრად, რომ ებრძოდნენ კრიმინალს, დაკავებულები არიან შავი პიარის წარმოებით საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, ცხადია იმ ორ გაერთიანებულ პოლიტიკურ პარტიასთან, რომელიც არის „ქართული ოცნება“ და „ევროპული საქართველო“.
იმის მაგივრად, რომ შესაბამისმა უწყებებმა ვერ დაიცვეს მოქალაქე, რომელმაც მიმართა დასაცავად, დაიწყეს გადაბრალება საქართველოს პრეზიდენტზე. არც ერთი უწყებიდან, არც შსს-დან, არც პროკურატურიდან არ მიგვიღია არანაირი ის სტატისტიკა, რომელზეც ვითომ, გუშინ საუბრობდნენ.
სინამდვილეში ეს უწყებები ამ არალეგალურ სტატისტიკას, რომლის სანდოობაში კაცმა არ იცის, რამდენად უნდა ვყოთ დარწმუნებულები, აძლევენ მათ რუპორ პოლიტიკოსებს, რომ როგორმე ეს სტატისტიკა ლეგალურად იყოს შეფუთული.
ფაქტობრივად, მთელი სახელმწიფო მანქანა ამ ორ პოლიტიკურ პარტიასთან ერთად მუშაობს საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ შავი პიარის ასაგორებლად", განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.