ამერიკელთა უმრავლესობა რუსეთთან მიმართებაში უფრო მკაცრი სანქციების დაწესების მომხრეა, რასაც ადასტურებს ბოლო გამოკითხვა, რომელიც The Washington Post-მა ABC News-სთან ერთად ჩაატარა.
ახალ შემზღუდავ სანქციებს „დემოკრატების“ 74 პროცენტი და „რესპუბლიკელების“ 68% უჭერს მხარს. დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგეთაგან სანქციების გამკაცრებას 73 პროცენტი ემხრობა - ყოველი 10 გამოკითხულიდან 7 - ხოლო მის მხარდამჭერებს შორის ასეთი, 66 პროცენტია.
ამას გარდა, გამოკითხვაში მონაწილეთაგან თითქმის ნახევარი დარწმუნებულია, რომ ქვეყნის ლიდერმა „ძალზე ცოტა“ გააკეთა რუსეთის დასასჯელად მის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევის საპასუხოდ.
რესპონდენტების ნახევარზე ოდნავ მეტი - 52 პროცენტი - აცხადებს, რომ მოსკოვთან ურთიერთობების გაუმჯობესების მიზნით, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინი თეთრ სახლში უნდა მიიწვიოს. ამასთან, 42 პროცენტი დარწმუნებულია, რომ ამის გაკეთება არ ღირს.
ვაშინგტონმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ბოლოს აპრილის დასაწყისში გააფართოვა. „რია ნოვოსტის“ ცნობით, სანქცირებულთა სიაში რამდენიმე მსხვილი რუსი ბიზნესმენი და მათ მიერ კონტროლირებული კომპანია მოხვდა, კერძოდ, ოლეგ დერიპასკა და „En+ Group“-ი, „Группа ГАЗ“-ი, „Базовый элемент“-ი და „РусАл“-ი; ვიქტორ ვეკსელბერგი და მისი ჯგუფი „Ренова“. აგრეთვე სულეიმან ქერიმოვი, კირილ შამალოვი, „გაზპრომის“ ხელმძღვანელი ალექსეი მილერი, „ВТБ“-ის ხელმძღვანელი ანდრეი კოსტინი.
რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში უკვე დაანონსეს სარკისებური ზომების მიღების შესახებ და ვაშინგტონის მიმართ საპასუხო ნაბიჯის გადადგმა ახლო მომავალში არის დაგეგმილი. დუმას ქვედა პალატა შესაბამის კანონპროექტს 3 მაისს განიხილავს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.