დავით ჭიჭინაძე: თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ რას ვითხოვთ, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ
18-04-2018, 15:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებით, „თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ რას ვითხოვთ, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ".

 


როგორც ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, „მათ დეპუტატობას კი არ ვართმევთ, გავიდნენ და მმართველობას ავიღებთ, ვინც სახეები ვიყავით".

 

 

„მათ ხელმძღვანელობას ბრჭყალებში დავარქმევ, რადგან პარლამენტს ხელმძღვანელობა არ ჰყავს. ისინი ჩვენს მიერ დელეგირებული უფლებებით სარგებლობენ და ჩვენი უფროსები ვერ იქნებიან. თქვეს, რომ დისციპლინა ვიღაცეებმა დაარღვიეს და სანქციები იქნებაო. ისინი თვლიან, რომ ვიღაცა წესრიგს არღვევს და ვიღაცის მიმართ სანქციები იქნება გათვალისწინებული. თუ ეს პირობა იქნება, პირობას გაძლევთ, რომ ჩვენი მოლაპარაკება ვერ შედგება. თუ კოლექტიური ზარდიაშვილები ვერ გაიგებენ, რას ვითხოვთ, ისინი პარლამენტს უნდა ჩამოვაცილოთ. ჩემი ეს განცხადება სპონტანური არ არის, ეს ამ ადამიანების თავგასულობამ გამაკეთებინა. ჩემთვის ესენი კოლექტიური ზარდიაშვილები იქნებიან.

 

 

მათ დეპუტატობას კი არ ვართმევთ, გავიდნენ და მმართველობას ავიღებთ, ვინც სახეები ვიყავით. ის ხალხი, ვინც 2012 წელს, „ქართული ოცნებიდან” დავდიოდით და მოსახლეობასთან პირობას ვდებდით, რომ ქვეყანა წარმატებული იქნებოდა. ამ ინიციატივას ისევ ავიღებთ. ეს ადამიანები ვალდებულებას ვერ ასრულებენ და ჩემი იდეა იქნება, ჩვენი უფლებები დავიბრუნოთ. არ მგონია, ადამიანებს ჩრდილში ყოფნა უნდოდეთ”, განაცხადა ჭიჭინაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი