„ვისურვებ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი პოზიტიური როლით და განსაკუთრებული უნარებით ყოველთვის და ყველგან მონაწილე იყოს“ - ეკა ბესელია
18-04-2018, 16:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია უმრავლესობის სხდომაზე ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის დასწრების საკითხთან დაკავშირებით გედევან ფოფხაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.

 

 

„ვისურვებ, რომ ბიძინა ივანიშვილი თავისი პოზიტიური როლით და განსაკუთრებული უნარებით ყოველთვის და ყველგან მონაწილე იყოს. თავისი თვისებებით ყოველთვის ახერხებს იმას, რომ პროცესი დადებითი და განსაკუთრებული მიმართულებით წაიყვანოს, მაგრამ ეს უმრავლესობის სხდომაა. ასეთ სხდომებს პერიოდულად ვატარებთ ხოლმე, სხდომა შეიძლება მეტად დატვირთული იყოს, ან ნაკლებად. რა თემებზე ვისაუბრებთ, ამაზე საჯაროდ არ ვსაუბრობ“, განაცხადა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

 

გედევან ფოფხაძის თქმით, ბიძინა ივანიშვილს აქვს ძალიან დიდი პოლიტიკური კაპიტალი, რომელიც უნდა იყოს გამოყენებული.

 

 

საპარლამენტო უმრავლესობა სხდომას ხვალ საქართველოს პარლამენტის ქუთაისის სასახლეში გამართავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი