შს მინისტრის, არსენ ავაკოვის განცხადებას, დონბასის ძალისმიერი გზით „განთავისუფლებისა“ და უკრაინის კონტროლის ქვეშ მოქცევის შესახებ, კრემლმა უპასუხა
18-04-2018, 16:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

„ავაკოვის გეგმაში“ დონბასის დაბრუნებაზე საუბრისას ყირიმის ხსენება უადგილოა, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

 


„ყირიმი - ეს რუსეთის რეგიონია. რუსეთის რეგიონების ბედი არ განიხილება არც ერთ სხვა სახელმწიფოსთან“, ხაზი გაუსვა პუტინის წარმომადგენელმა.

 


პესკოვმა აღნიშნა, რომ დონბასის პრობლემების მოწესრიგება მხოლოდ მინსკის შეთანხმებების შესრულებითაა შესაძლებელი, მაგრამ, როგორც კრემლის პრეს-მდივანი აცხადებს, კიევი მათ „სრულიად ბლოკავს“.

 


როგორია „ავაკოვის გეგმა“?

 

 

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არსენ ავაკოვმა სამშაბათს განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწესთან, უეს მიტჩელთან დონბასის და ყირიმის უკრაინის კონტროლის ქვეშ მოქცევის ეტაპობრივი გეგმა განიხილა.

 

 

ავაკოვის აზრით, კიევმა უცილობლად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა დაიბრუნოს დონბასი. „ჩვენ მცირე ნაბიჯების ტაქტიკა გვესაჭიროება, რომელსაც ყველა ტაშს დაუკრავს“. მან აღნიშნა, რომ „დონბასის განთავისუფლება“ პოლიციური ოპერაცია იქნება, რომელშიც მშვიდობისმყოფელები იქნებიან ჩართული. ამასთან, ავაკოვმა ხაზი გაუსვა, რომ ძალოვანები ამზადებენ მოქმედების გეგმას მოვლენების ნებისმიერი სცენარის განვითარებისთვის.

 


თვითგამოცხადებულ დონეცკის სახალხო რესპუბლიკაში ავაკოვის გეგმას „რეგიონის „წმენდის“ „მორიგი მეთოდიკა“ უწოდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი