მამუკა მდინარაძე: არის გუნდში იმის რესურსი, რომ ჩვენ თამაშის საერთო წესებზე შევთანხმდეთ
18-04-2018, 16:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, მმართველ გუნდს აქვს რესურსი, რომ გუნდის შიგნით „ყველაფერი დალაგდეს".

 

 

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ყველა საკითხი უმრავლესობის შეხვედრაზე დარეგულირდება და საპარლამენტო უმრავლესობა ჩვეულ რიტმში გააგრძელებს მუშაობას.

 

 

„ნუ ელოდებით ჩემგან ან გუნდის დანარჩენი წევრებისგან საპასუხო განცხადებებს, როგორი კითხვაც არ უნდა დამისვათ, ჩემი პასუხი არის იგივე, რომ ნამდვილად არის გუნდში იმის რესურსი, რომ ჩვენ თამაშის საერთო წესებზე შევთანხმდეთ და გაცილებით მნიშვნელოვან თემებს მივაპყროთ ყურადღება. რაც შეეხება ცალკეულ გამონათქვამებს, ამაზე ვისმჯელებთ არამხოლოდ ხვალინდელ შეხვედრაზე, არამედ ამაზე კიდევ იქნება შეხვედრა. ჩვენ შევთანხმდებით თამაშის საერთო წესებზე და იქნება გუნდურობა. ყველაფერი დალაგდება და საპარლამენტო უმრავლესობა ჩვეულ რიტმში გააგრძელებს მუშაობას. მხარეები არ არსებობენ, აქ არის გუნდი", განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

შეკითხვაზე, ჩაერთვება თუ არა „ქართული ოცნების” საქმიანობაში ბიძინა ივანიშვილი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ ხვალ დაგეგმილ შეხვედრაზე აღნიშნული საკითხი არ განიხილება.

 

 

„მე დავეთანხმები ნებისმიერ ადამიანს, რომელიც იტყვის, რომ პარტიულ საქმიანობაში ჩართული იყოს ბიძინა ივანიშვილი, თუმცა დღეის მოცემულობით ხვალინდელ სხდომაზე ეს საკითხი არ დგას", აღნიშნა მდინარაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი