საქართველოს პრეზიდენტის აზრით, შეწყალების საკითხის თაობაზე მის წინააღმდეგ უბინძურესი შავი პიარი აგორდა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, შეწყალების საკითხის მიმართულებით, კონსულტაციები უკვე დაწყებულია.
„ამ რამდენიმე დღის განმავლობაში საზოგადოებამ იხილა და ნათლად დაინახა კიდევ ერთი უბინძურესი შავი პიარის ტალღა, რომელიც ამაზრზენად დაიწყო და საცოდავად დამთავრდა. ამ მიმართულებით რა უნდა დაიხვეწოს, ჩვენ დავიწყეთ კონსულტაციები და დავხვეწავთ კიდევ. კიდევ ერთხელ ნათლად დაინახა საზოგადოებამ შავი პიარის ტალღის ამაზრზენი დასაწყისი და საცოდავი დასასრული. ალბათ, ამგვარი რამ კიდევ იქნება. სამწუხაროდ, ამ რეალობაში ვცხოვრობთ”, განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.