შრომის უსაფრთხოების საკითხები განიხილა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გაერთიანებულ პროფკავშირებთან და საერთაშორისო პროფკავშირების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, შეხვედრისას საუბარი შეეხო სამუშაო ადგილებზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებს, შრომის ინსპექციის მიერ ასეთი შემთხვევებისგან დაცვისა და პრევენციის მექანიზმებს და იმ კანონმდებლობას, რომელიც კიდევ უფრო დასახვეწია.
„ვისაუბრეთ იმ ჩასატარებელ სამუშაოებზე სხვადასხვა ასეთი რისკის შემცველი ადგილების ინსპექტირებასა და და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემის თვალსაზრისით. ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ ამ საკითხებთან დაკავშირებით ჩვენი კარი მუდმივად ღია იმისთვის, რომ გვერდში დავუდგეთ პროფკავშირებს და პროფკავშირების სახით ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც სამუშაო ადგილებში კი არ უნდა იღუპებოდნენ, არამედ უკეთესი ცხოვრებისთვის უნდა შეეძლოთ, რომ იღვაწონ და გამოადგნენ თავიანთ ოჯახებს", აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.
სასახლეში გამართულ შეხვედრას პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძე და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების წარმომადგენლები: ირაკლი პეტრიაშვილი, გოჩა ალექსანდრია, რაისა ლიპარტელიანი, თამაზ დოლაბერიძე, ნიკა კაკაშვილი, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მმართველი ბორდის წევრი, შსო-ს ასოციაციის თავისუფლების კომიტეტის წევრი, დანიის პროფკავშირების წარმომადგენელი იენს ერიკ ორტი, დანიის პროფკავშირების და საერთაშორისო და ევროპულ საკითხთა ოფიცერი რასმუს რააბიერგ ნილსონი, ევროპულ საკითხთა ოფიცერი და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და შსო-ს ჟენევის მთავარი ოფისის წარმომადგენელი სერგიუს გლოვაცკასი ესწრებოდნენ.
ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.