ლეიტენანტი ჯილდა წურწუმია საქართველოს შეიარაღებული ძალების პირველი ქალი ოფიცერია, რომელმაც გაერთიანებულ სამეფოში სენდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიაში ერთწლიანი კურსი დაასრულა.
კურსი საზეიმო აღლუმით დასრულდა. ღონისძიებაზე იმყოფებოდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი. მან ქართველ ოფიცერს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცა და სამხედრო კარიერაში წარმატებები უსურვა.
სამეფო სამხედრო აკადემიაში გამართულ საზეიმო აღლუმს ესწრებოდნენ გენერალი ბრიტანეთის არმიის უფროსი და მომავალში გენერალური შტაბის ხელმძღვანელი სერ ნიკ კარტერი, საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში თამარ ბერუჩაშვილი, დიდი ბრიტანეთის სამხედრო ატაშე საქართველოში, ვიცე-პოლკოვნიკი დეივ ეთელი და საქართველოს სამხედრო ატაშე დიდ ბრიტანეთში, ვიცე-პოლკოვნიკი ირაკლი ნინუა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.