ახალქალაქში იუნკერებმა და კადეტებმა მოსწავლეებს სამხედრო სასწავლებლების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს
18-04-2018, 19:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

 

 

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეებს იუნკერებმა და კადეტებმა სამხედრო სასწავლებლების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.

 

 

მოსწავლეებმა გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმსა და დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს თავდაცვის აკადემიაში მისაღები გამოცდების, სწავლის პროცესის, მიზნებისა და ამოცანების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. პრეზენტაცია კითხა-პასუხის რეჟიმით დასრულდა.

 

 

კადეტთა სამხედრო ლიცეუმში მოსწავლეებს სწავლის გაგრძელება 9 კლასის დამთავრების შემდეგ შეეძლებათ. სურვილის შემთხვევაში მათ ლიცეუმში მოსახვედრად ოთხი საფეხურის გავლა მოუწევთ - ფიზიკური, მეთემატიკისა და ზოგადი უნარების ტესტები, ასევე სამედიცინო შემოწმება.

 

 

 

ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში უმაღლესი განათლების მიღება შეუძლიათ. აკადემია კი, მათ ქართული ენის მოსამზადებელ ერთწლიან კურსს სთავაზობს.

 

 

საინფორმაციო შეხვედრების მიზანს კადეტთა ლიცეუმში და თავდაცვის აკადემიაში სწავლის მსურველი ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდება და სამხედრო სასწავლების შესახებ ცნობადობის ამაღლება წარმოადგენს. საინფორმაციო კამპანია საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს. შემდეგი შეხვედრები თიანეთში, რუსთავში, გარდაბანსა და გორშია დაგეგმილი.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი