თურქეთი 24 ივნისს რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს, მაშინ როცა ჩვეულებისამებრ, ქვეყანაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის ნოემბერში უნდა გამართულიყო.
გასულ წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად ერდოღანს, რომელიც 2002 წლის შემდეგ მართავს თურქეთს, საშუალება ეძლევა ამ არჩევნებში კენჭი იყაროს.
სატელევიზიო სიტყვაში ერდოღანმა განაცხადა, რომ ქვეყანას ახალი არჩევნები ესაჭიროება, რათა „ძველი სისტემის დაავადებები“ მოიცილოს.
„სირიაში და სხვაგან განვითარებულმა მოვლენებმა სასწრაფოდ დააყენა დღის წესრიგში ახალ აღმასრულებელ სისტემაზე გადართვის საჭიროება იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყნის მომავალი უფრო მძლავრი გზით წარვამართოთ“, განაცხადა პრეზიდენტმა, რომლის სიტყვაც პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაიცემოდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.