კუბის კანონმდებელთა განცხადებით, მიგელ დიაზ-კანელი ერთადერთი კანდიდატია, ვინც პრეზიდენტის პოსტზე რაულ კასტროს შეცვლის, რითაც კუბაში კასტროების მმართველობის 60-წლიანი ეპოქა დასრულდება.
რაულ კასტრო კუბას სათავეში 2006 წელს, მისი ძმის, ფიდელის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემდეგ ჩაუდგა.
ახალი ლიდერის კანდიდატურას ეროვნული ასამბლეა, ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო, უყრის კენჭს, მაგრამ როგორც BBC იუწყება, თითქმის ეჭვგარეშეა, რომ კუბის პრეზიდენტის პოსტზე დიაზ-კანელს დაამტკიცებენ.
მოელიან, რომ რაულ კასტრო, მისი თანამდებობიდან წასვლის მიუხედავად, კომუნისტურ კუნძულზე მძლავრ გავლენას შეინარჩუნებს.
შემდეგ პრეზიდენტს მემკვიდრეობით ერგება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სტაგნაცია და გარდა ამისა, კომპლექსურ ამოცანას წარმოადგენს ისიც, რომ იგი მისი წინამორბედებისაგან განსხვავებით რევოლუციური წარსულის მქონე ფიგურა არ არის.

მიგელ დიაზ-კანელი (ფოტოზე ხელმარჯვნივ) ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური ფიგურა იყო 2013 წლამდე, როცა იგი კუბის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა, მაგრამ მას შემდეგ ის რაულ კასტროს მარჯვენა ხელი გახდა.
იგი 1960 წელს დაიბადა, ერთი წლის შემდეგ, რაც ფიდელ კასტრომ კუბის პრემიერ მინისტრის რანგში დადო ფიცი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.