აზიის განვითარების ბანკი საქართველოში მიმდინარე და სამომავლო პროექტებს დადებითად აფასებს
19-04-2018, 09:44

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი აზიის განვითარების ბანკის (ADB) ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის გენერალურ დირექტორს ვერნერ ლიპახსა და ბანკის დელეგაციის წევრებს შეხვდა.

 


ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები. აღინიშნა, რომ ბანკი დადებითად აფასებს მათ განხორციელებას საქართველოში, ასევე მხარს უჭერს საქართველოს მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმით გათვალისწინებული რეფორმების მიმდინარეობას.

 


შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა იმ მიმართულებებზე, რომელთაც აზიის განვითარების ბანკი პრიორიტეტულად მიიჩევს, კერძოდ, ინფრასტრუქტურის განვითარებას, ენერგეტიკას, ტრანსპორტს, პროფესიული განათლების პროგრამების მხარდაჭერას და სხვ. საუბარი შეეხო ასევე მიმდინარე სტრუქტურულ რეფორმებს, რომელთა განხორციელებაში აქტიურად არის ჩართული აზიის განვითარების ბანკი. კერძოდ, საპენსიო რეფორმასა და საჯარო-კერძო თანამშრომლობის საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნას.

 


შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ თანამშრომლობას მომავალშიც გააგრძელებენ.

 


შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის პირველი მოადგილე, საგზაო დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი