Check in Georgia-ს 2018 წლის სეზონი ენიო მორიკონეს კონცერტით გაიხსნება
19-04-2018, 10:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„19 მაისს Check in Georgia-ს 2018 წლის სეზონს გავხსნით ენიო მორიკონეს კონცერტით. მაესტროსთან ერთად 121-კაციანი ორკესტრი ჩამოვა საქართველოში და შეასრულებს ყველასთვის საყვარელ მუსიკას. სასიხარულოა ისიც, რომ მაესტროსთან ერთად კონცერტში ჩვენი ოპერის 70-კაციანი გუნდი იღებს მონაწილეობას. ეს ძალიან მხარებს, რადგან ქართველებს ექნებათ ცოცხალ კლასიკოსთან მუშაობის, გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობა და მეორეც - ეს იქნება შემოსავალი ჩვენი მუსიკოსებისთვის“, განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა პრესკონფერენციაზე, რომელიც ლეგენდარული კომპოზიტორის, ენიო მორიკონეს კონცერტთან დაკავშირებით თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ჩატარდა.

 

 

პრესკონფერენციაში ასევე მონაწილეობდნენ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და შპს „ბლექ სი არენა“-ს დირექტორი ანი კავლელიშვილი.

 

 

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება ზეიმი ყველასთვის. მოგეხსენებათ, რომ წელს გვაქვს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილე და სწორედ აღნიშნული იუბილესადმი იქნება მიძღვნილი ეს კონცერტი. ვფიქრობთ, რომ კარგი და ღირსეული არჩევანი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლის იუბილე ასეთი ღირსშესანიშნავი კონცერტით აღვნიშნოთ“, აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

იტალიელი კომპოზიტორი საქართველოში პირველად ჩამოდის. პროექტ Check in Georgia-ს ფარგლებში მისი კონცერტით 19 მაისს „ბლექ სი არენას“ 2018 წლის სეზონი გრანდიოზულად გაიხსნება. ენიო მორიკონე კონცერტს რომის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად გამართავს.

 

 

19 მაისს დაგეგმილი კონცერტი მაესტროს მოღვაწეობის 60–წლიანი იუბილეს ფარგლებში მიმდინარე მსოფლიო ტურნეს ნაწილია. ტურნეს ყველა კონცერტი ანშლაგებით გაიმართა და მაყურებლის მხრიდან დიდი ოვაციები, ხოლო მედიის მხრიდან – დადებითი შეფასებები მიიღო. აღსანიშნავია, რომ მაესტრო მორიკონე პირადად უდირიჟორებს ორკესტრს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს თბილისის ოპერის გუნდი 70–კაციანი შემადგენლობით.

 

 

ენიო მორიკონემ, თავისი მრავალწლიანი წარმატებული კარიერის განმავლობაში, შექმნა 600–ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოები, აქედან 500–ზე მეტი – კინოსა და ტელევიზიისთვის. კომპოზიტორს ეკუთვნის ბრწყინვალე საუნდტრეკები ისეთი ფილმებისთვის, როგორებიცაა: „ერთხელ ამერიკაში“, „მისია“, „ხელშეუხებელნი“, „ერთი მუჭა დოლარისთვის“ და სხვ. მაესტროს მიერ შექმნილი მუსიკა ფილმისთვის „კარგი, ცუდი, ბოროტი“ მსოფლიო საუნდტრეკების 200–ეულშია შესული.

 

 

2016 წელს კვენტინ ტარანტინოს ფილმის, „საძულველი რვიანი“ ორიგინალური მუსიკისთვის ენიო მორიკონეს რამდენიმე პრესტიჟული პრიზი ერგო, მათ შორის რიგით მეექვსე „ბაფტა“, მესამე „ოქროს გლობუსი“ და „ოსკარი“. მთლიანობაში რეჟისორი ექვსჯერ იყო წარდგენილი „ოსკარის“ ნომინაციაზე, 2007 წელს ენიო მორიკონეს კინემატოგრაფში შეტანილი დიდი წვლილისათვის ოსკარის პრემია მიენიჭა. მას ასევე მიღებული აქვს „გრემის“ სამი ჯილდო.

 

 

2016 წელს ასევე შეიქმნა მისი კიდევ ერთი შესანიშნავი ნამუშევარი ჯუზეპე ტორნატორეს „მიმოწერისთვის“. საგულისხმოა, რომ ამ ფილმში, ისევე, როგორც „მისია“–ში (1986 წ.), რომლის მუსიკაც ასევე ენიო მორიკონეს ეკუთვნის, ცნობილი მსახიობი, ჯერემი აირონსი მონაწილეობდა. მორიკონესა და ტორნატორეს დიდი ხნის თანამშრომლობა აკავშირებთ, მათი ერთობლივი ნამუშევრებია: „ახალი კინოთეატრი პარადისო“, „მალენა“, „ლეგენდა პიანისტზე“, „საუკეთესო შეთავაზება“.

 


2017 წელს ენიო მორიკონეს, ტურნეს განმავლობაში ყველაზე მეტი, 500 000 ბილეთის გაყიდვისთვის, კომპანია Gea Live–ის სპეციალური ჯილდო გადაეცა.

 

 

ენიო მორიკონეს მოღვაწეობის 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში კონცერტები იმართება ევროპის ყველაზე მნიშვნელოვან არენებზე, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კომპოზიტორისა და დირიჟორის 40–ზე მეტი კონცერტი 30 ევროპულ ქალაქში ჩატარდა.

 

 

ენიო მორიკონე ტურნეს შესახებ აღნიშნავს: „სხვადასხვა ასაკისა და კულტურის მქონე მსმენელის წინაშე ჩემი მუსიკის შესრულება საოცრად საინტერესო გამოცდილებაა. წელს აღვნიშნავ ჩემი შემოქმედებითი ცხოვრების 60 წლისთავს, რომლის განმავლობაშიც 600–ზე მეტი ნაწარმოები შევქმენი.

 

 

ტურნეს ფარგლებში ვასრულებ ლეგენდარულ კომპოზიციებს სერჯიო ლეონეს ფილმებიდან, ასევე „მისიიდან“, მაგრამ ტურნეს საერთო კონცეფცია მაინც განსხვავებულია, რადგან ვგეგმავ, წარმოვადგინო მუსიკა, რომელიც კვენტინ ტარანტინოსთან თანამშრომლობისას შეიქმნა და ასევე კომპოზიციები სერჯიო ლეონეს ფილმებიდან, რომლებიც სხვა კონცერტებზე არ წარმომიდგენია“.

 

 

კომპოზიტორი თანმხლებ პირებთან ერთად ჩარტერული რეისით, კონცერტამდე ერთი დღით ადრე, 18 მაისს ჩამოფრინდება. სულ საქართველოში 121 ადამიანი ჩამოვა. ისინი ხუთვარსკვლავიან დელუქს სასტუმროში დაბინავდებიან.

 

 

ენიო მორიკონეს კონცერტის ბილეთების გაყიდვა 20 აპრილს, დილის 9.00 საათიდან tkt.ge-ს საშუალებით დაიწყება. ბილეთების ფასი 60 ლარიდან დაიწყება.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი