"ობიექტივზე", ჟურნალისტ ბონდო მძინარაშვილს სტუმრად ჰყავდა საზოგადოება "ივერიას" დამფუძნებელი ნიკოლოზ ვაშაკიძე, რომელიც ადრე საგარეო საქმეთა სამინისტროში მოღვაწეობდა...
ვაშაკიძემ, ორი "საინტერესო მოსაზრება" გაახმოვანა, ტელემაყურებლის შეკითხვაზე, – თუ როგორ და რა დროს უნდა შეძლოს საქართველომ "ღიად დარჩენილ ფანჯარაში შეძრომა" (მაყურებელს მხედველობაში ჰქონდა, საქართველოს ევროპულ სტრუქტურებში გაწევრება), როცა რუსეთი ყველანაირად ეწინააღმდეგება ამასო, – დიპლომატმა ვაშაკიძემ "ღიმილით" უპასუხა, – ისე, როგორც ბალტიის ქვეყნებმაო, – "უბრალოდ, ამისთვის მზად უნდა ვიყოთო"!!! – კი მაგრამ, პატივცემული დიპლომატი, ვერ ან არ ანსხვავებს ერთმანეთისგან საქართველოს და ბალტიის ქვეყნების გეოპოლიტიკურ მდგომარეობას, აგრეთვე, ცალკე დასავლეთის და ცალკე რუსეთის სხვადასხვაგვარ დამოკიდებულებას მათდამი?! არც ის მოეხსენება მას, რომ მოყოლებული 1940 წლიდან დასავლეთი ბალტიის ქვეყნებს მუდამ თვლიდა ოკუპირებულად სსრკ–ს მიერ (განსხვავებით სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისგან, მათ შორის საქართველოს, რომლებსაც დასავლეთი თვლიდა სსრკ–ს შემადგენელ ნაწილებად!) და 90 – იან წლებში სსრკ–ს დაშლის შემდეგ, ევროგაერთიანებამ სამივე ბალტიურ სახელმწიფოსთან თითქმის მყისიერად გააფორმა ხელშეკრულება ასოცირებულ წევრობაზე?! რასაც, რუსეთის ფედერაციის მხრიდან წინააღმდეგობა არ მოჰყვა, თუმცა რუსეთს შეეძლო გამოეყენებინა რუსი ეროვნების მრავალრიცხოვანი დიასპორა ბალტიის სახელმწიფოებში ("ინტერფრონტების" ამოქმედება და სხვა). მაშინ, როცა რუსეთმა ყველანაირად შეუწყო ხელი სეპარატიზმის გაღვივებას და კონფლიქტის წარმოშობას საქართველოს 2 რეგიონში! როგორც ჩანს, ბ–ნი ვაშაკიძე, დიდი და ღრმა ცოდნით არ გამოირჩევა, თუმცა პრეტენზია აქვს ამისა, რადგანაც ხაზგასმით ჩიოდა გადაცემის მსვლელობისას, რომ ქართული საზოგადოების განათლების დონე "ცუდ დღეშიაო", ოღონდ, რასაკვირველია საკუთარ თავს არ გულისხმობდა! კარგი, ეს არაფერი, ხდება ხოლმე... მოკლედ, ჩვენს "განათლებულ" დიპლომატს შევახსენეთ, თუ როგორი პოლიტიკა იყო, ჯერ კიდევ საბჭოთა "პერესტროიკის" პერიოდში და სსრკ–ს დაშლის პირველ თვეებში, რამდენად განსხვავებულ სტრატეგიას ახორციელებდა მოსკოვი ბალტიის ქვეყნების და საქართველოს მიმართებაში! ასე რომ, ბალტიის ქვეყნების გაწევრება ევროკავშირსა და ნატოში, სულაც არ იყო დამოკიდებული იმაზე (როგორც განაცხადა ვაშაკიძემ), თუ როგორ "ფორმაში"იყო რუსეთი 10 ან 20 წლის წინ! რუსეთი, იმთავითვე შეგუებული იყო ბალტიის ქვეყნების "გასვლას" მისი გავლენის სფეროდან! საქართველოს კი, ამიტომ გვაქვს ის მდგომარეობა, რომელიც გვაქვს, რაც ყველაზე მეტად დაამძიმა სააკაშვილის უგუნურმა პოლიტიკამ, რამაც აგრესორ რუსეთს საბაბი მისცა ჩვენი რეგიონების "დამოუკიდებლობის აღიარებისა", საიდანაც წინდახედული და გონიერი პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმის მეშვეობით უნდა გამოვიდეს საქართველო, არა ისე, როგორც დიპლომატმა ვაშაკიძემ ფატალურად დაგვიხატა!
"განათლებული" დიპლომატი შეეხო კიდევ ერთ საკითხს და სიმართლე გითხრათ, მისმა "პროფესიონალურმა ხედვამ" გამაოცა... საქმე ეხება იმას, რომ ბ–ნი ვაშაკიძე, ისრაელის სახელმწიფოს სტრატეგიას გარეშე მტრების მიმართ, – საქართველოსთვის მიიჩნევს სამაგალითოდ?! ანუ, ვაშაკიძის "მიხედვით", საქართველომ უნდა ააგოს საკუთარი თავდაცვის და უსაფრთხოების სისტემა ისე, როგორც ისრაელის სახელმწიფომ და შესაბამისად, როგორც ისრაელი პასუხობს მისი მტრების ყოველ თავდასხმას თავდასხმით, ასევე უნდა მოიქცეს საქართველოც?! მოიცათ, მოიცათ, ერთი წუთით, რა გამოდის და რას მივიღებთ, თუ "დავუჯერებთ" ბ–ნ ვაშაკიძეს?! ესე იგი, ისრაელი, მისი მისამართით გაშვებულ ყოველ რაკეტაზე თუ ბომბზე, რომელსაც არაბული "ჰამაზის" ან "ჰესბოლაჰის" ტერორისტული ორგანიზაციების მებრძოლები აწარმოებენ, პასუხობს ადექვატური და უფრო ძლიერი დარტყმებით, არტილერიის და საჰარეო ძალების მეშვეობით, რაც ყოველთვის ეფექტიანია და ეს მდგომარეობა წლებია არ იცვლება! მაგრამ, რა მოხდება საქართველოსთან მიმართებაში, თუ რუსეთის სამხედრო აგრესიაზე (საჰარეო თავდასხმებზე) ისევე ვიმოქმედებთ, როგორც ისრაელი "ჰამაზის" და ჰესბოლაჰის" შემთხვევაში მოქმედებს?! რა მოხდება და, ის, რომ საქართველო მიწასთან გასწორდება! უკაცრავად და, "ამხელა, განათლებულმა დიპლომატმა, მეტი ვერაფერი მოიფიქრე"?! განა, ძნელი განსასხვავებელია ერთმანეთისგან, – ზებირთვული რუსეთის სახელმწიფოს და ტერორისტული ორგანიზაციების, ჰამაზისა" და "ჰესბოლაჰის" სამხედრო ძალის სიძლიერე?! შეიძლება განა, მათი "შედარება"?! არ გაგიგით, ბ–ნო დიპლომატო, ერთი ხალხური ნათქვამი, – "სად ერეკლე და სად ჩემი ...."?! ჰოო, ნამდვილად, მეტად საჭიროა დიდი თანხების სწრაფად გამოყოფა ქვეყნის ბიუჯეტიდან, რათა განათლების საკითხი დავაჩქაროთ, განსაკუთრებით მაღალკვალიფიციური ქართველი (ქართულად მოაზროვნე!) დიპლომატების მომზადების საქმეში, თორემ, ცუდად არის საქმე!...
P.S. საზოგადოება "ივერია", თუ ასეთი "ხედვის" კადრებით არის დაკომპლექტებული და პოლიტიკაში "თავის გამოჩენა სურთ", ხომ არ ჯობია, რომ საქართველოს უსაფრთხოების მიზნით, ასეთი "კადრები" გაწევრიანდნენ – "ვოკალურ–ინსტრუმენტულ ანსამბლ ივერიაში", – ბ–ნი ჯემალ ბაღაშვილი პატრიოტი კაცია, უარს არ იტყვის და ახალი წევრების "ხმისა და სმენის პრობლემებს" ადვილად გადაწყვეტს!..
ჯუმბერ კირვალიძე,
პოლიტოლოგი
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.