საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია აშშ-ში საზღვაო ქვეითთა თამაშებში მონაწილე დაჭრილ და დაშავებულ სამხედროებს შეხვდა. ლევან იზორიამ სამხედროებს წარმატებული ასპარეზობისთვის მადლობას გადაუხადა და სიტყვით გამოსვლისას დაჭრილი სამხედროების რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
მინისტრის თქმით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად და მოტივაციის ასამაღლებლად ყველაფერს აკეთებს. დღესვე თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეებს მადლობის სიგელები გადასცა.

აშშ-ში საზღვაო ქვეითთა თამაშები ჩრდილოეთ კაროლინას შტატის სამხედრო ბაზაზე „კემპ ლეჟუნი“ 17-25 მარტის ჩათვლით მიმდინარეობდა. ქართველი დაშავებული სამხედროები ავსტრალიელ, კოლუმბიელ, ფრანგ, გერმანელ და ბრიტანელ სამხედროებთან ერთად ასპარეზობდნენ.
შეჯიბრი 7 სხვადასხვა სპორტის სახეობაში წარიმართა და მასში სულ 173 ათლეტი მონაწილეობდა. საქართველოს შეიარაღებული ძალების დაჭრილი და დაშავებული სამხედროების 10-კაციანმა გუნდმა სპორტის 6 სახეობაში მიიღო მონაწილეობა და საქართველოში 20 მედლით დაბრუნდა, მათ შორის: 6 ოქრო, 6 ვერცხლი და 8 ბრინჯაო.
ინფორმაციასა და ფოტომასალას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.