საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნად ნათია მიქელაძე დაინიშნა. ახალი საპარლამენტო მდივანი პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე წარადგინა.
„ნათიას ყველანი კარგად ვიცნობთ. მას ძალიან მდიდარი გამოცდილება აქვს საჯარო სექტორში. იგი მუშაობდა, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ასევე ფინანსთა და ენერგეტიკის მინისტრის მოადგილედ, ხოლო ბოლო პერიოდში იყო შალვა თადუმაძის მოადგილე. მოგეხსენებათ, რამხელა მნიშვნელობა აქვს მთავრობისა და პარლამენტის ნაყოფიერ თანამშრომლობას და დარწმუნებული ვარ, ნათია თავისი გამოცდილებით, საქმისადმი განსაკუთრებული მიდგომით, წარმატებით გაართმევს თავს ამ ამოცანას. მინდა, წარმატება ვუსურვო ნათიას ამ ძალიან საპასუხისმგებლო საქმეში", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იტყობინება.
ნათია მიქელაძემ მთავრობის საპარლამენტო მდივნის თანამდებობაზე შალვა თადუმაძე შეცვალა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად დაინიშნა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.