„ფორბსის“ მონაცემებით, რუსეთში უკვე 106 მილიარდერია, 200 ყველაზე მდიდარი რუსის ქონება კი 2017 წელს 25 მილიარდით გაიზარდა და 485 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა
19-04-2018, 13:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

200 ყველაზე მდიდარი რუსი ბიზნესმენის შემოსავლები 2017 წელს მნიშვნელოვნად, 25 მილიარდით გაიზარდა და 485 მილიარდი დოლარი შეადგინა, იტყობინება ჟურნალი „ფორბსი“.

 


როგორც სტატიაშია აღნიშნული, ბაზარზე არსებული სტაგნაციის და ახალი დასავლური სანქციების მოლოდინების მიუხედავად, რუსი ბიზნესმენების დიდი უმრავლესობისთვის 2017 წელი ფინანსურად წარმატებული აღმოჩნდა. ამასთან, მილიარდერების სია რუსეთში 96-დან 106-ამდე გაიზარდა.

 


„რია ნოვოსტის“ ცნობით, როგორც 2016 წელს, ისე, 2017 წელსაც საუკეთესო შედეგები მეტალურგებმა აჩვენეს.

 


რეიტინგის სათავეშია 61 წლის ვლადიმერ ლისინი, რომლის ქონებაც 19,1 მილიარდ აშშ დოლარად არის შეფასებული. იგი რეიტინგებში პირველ ადგილს უკვე მესამედ იკავებს. ადრე ლისინი ლიდერი მიყოლებით, 2010 და 2011 წლებში იყო - 2010-ში 15,8 მილიარდი და შემდგომ წელს კი 24 მილიარდი დოლარის ქონებით. იგი ასევე ყველაზე სტაბილური მდიდარი რუსიც აღმოჩნდა. მისმა საშუალო ქონებამ 2004-იდან 2018 წლამდე 14 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

 


მეორე ადგილი „სევერსტალის“ მთავარ მოწილეს, 52 წლის ალექსეი მორდაშოვს ერგო - 18,7 მილიარდი აშშ დოლარით.

 


პირველ ათეულში ასევე შევიდნენ მეტალურგიული ინდუსტრიის კიდევ სამი სხვა წარმომადგენელი. „ნორილსკის ალუმინის“ მფლობელი, 57 წლის ვლადიმერ პოტანინი (15,9 მილიარდი დოლარი და მე-6 ადგილი რეიტინგში), „რუსალას“ აქციონერი, 61 წლის ვიქტორ ვეკსელბერგი (14,4 მილიარდი დოლარი და მე-9 ადგილი) და „მეტალოინვესტის“ მთავარი მფლობელი, 64 წლის ალიშერ უსმანოვი (12,5 მილიარდი დოლარი და მე-10 ადგილი).

 


ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ „მეტალონივესტის“ აქციების ფასმა მოიმატა, თავად უსმანოვის ქონება 2,7 მილიარდი დოლარით შემცირდა, სხვა მისი აქტივების დაცემის ხარჯზე, განსაკუთრებით კი ტელეკომუნიკაციის ჰოლდინგიდან.

 


გასული წლის ლიდერმა, „სიბურის“ და „ნოვატეკის“ მფლობელმა, 62 წლის ლეონიდ მიხელსონმა, 400 მილიონი დოლარი დაკარგა და პირველ ათეულში, 18 მილიარდი დოლარით, მესამე ადგილზე აღმოჩნდა.

 


მისმა ბიზნესპარტნიორმა, 65 წლის გენადი ტიმჩენკომ, თავისი 16 მილიარდი დოლარი შეინარჩუნა და რეიტინგში მე-5 ადგილი ერგო.

 


„ლუკოილის“ ყველაზე მსხვილი აქციონერის, 67 წლის ვაგიტ ალეკპეროვის ქონება 1,9 მილიარდი დოლარით გაიზარდა და 16,4 მილიარდი შეადგინა. იგი 2017 წლის რეიტინგში მეოთხე ადგილზე იმყოფება.

 


2,3 მილიარდი დოლარით გაიზარდა „ევროხიმის“ მფლობელის, 46 წლის ანდრეი მელნიჩენკოს ფინანსები, რამაც 15,5 მილიარდი დოლარი შეადგინა (მე-7 ადგილი).

 


700 მილიონით გაიზარდა LetterOne“-ის და „ალფა-გრუპის“ მთავარი მფლობელის, 53 წლის მიხეილ ფრიდმანის სიმდიდრე და, 15,1 მილიარდი დოლარით, მისი სარეიტინგო ადგილი მე-8 ნომრად განისაზღვრა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი