საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მის მიერ „კოლექტიურ ზარდიაშვილებთან" დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაზე გიორგი ვოლსკის შეფასებას გამოეხმაურა.
„ალბათ, კიპლინგის მაუგლი ყველას ნანახი გაქვთ, სადაც მგელია, რომელიც ნანადირევს რომ ვერ დაიჭერს, კრებას ატარებენ და იძახის, აკელამ ააცილაო, აკელამ ვერ დაიჭირაო.
ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარ გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რა – არაკორექტული. „ქართული ოცნება“ ზარდიაშვილებისთვის არ შექმნილა. ხანდახან უნდა დაფიქრდეს – ჭიჭინაძესა და ზარდიაშვილს შორის შედარებას რომ აკეთებს“, განაცხადა დავით ჭიჭინაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.
დეპუტატმა ვანო ზარდიაშვილის მიმართ კრიტიკული განცხადებები ისევ გააკეთა და თქვა, რომ ის ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენდა.
„ზარდიაშვილს ნუ ახსენებთ, მასზე საუბრისგან ცოტა ხანი თავს ვიკავებ, ეგ არის ნეგატივის გამოსახულება. „ქართული ოცნება“ იმ სენისგან უნდა გათავისუფლდეს, რასაც კოლექტიური ზარდიაშვილები ჰქვია. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო ვრწმუნდები, რომ „ქართული ოცნების“ ყველაზე დიდი შეცდომა ისაა, რომ ზრდიაშვილი ჩვენი გუნდის წევრია. ჩემს რაიონში ცხოვრობს და მეზობლების მიმართ მისი განწყობა ვიცი. გაიარეთ, ზარდიაშვილის მეზობლები გამოკითხეთ. ამომრჩეველზე ზეწოლას ახდენდა. ადგილზე ზარდიაშვილის მაჟორიტარ დეპუტატად დაყენებას აპირებდნენ და ცუდი საქციელის გამო მის წინააღმდეგ მთელი პარტია გამოვიდა. ნავთლუღი ძველი თბილისია, ყველა ყველას იცნობს და როცა არჩევნების დროს საპირისპირო მხარეს ხარ და ხალხს ახსოვს, 2012 წელს როგორი მოქმედება იყო, 2016 წელს „ქართული ოცნება“ ადამიანებმა ლამის დატოვეს“, განაცხადა ჭიჭინაძემ.
გიორგი ვოლსკის თქმით, ჭიჭინაძის განცხადება „კოლექტიურ ზარდიაშვილებთან" დაკავშირებით არაკორექტული იყო.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.