არჩილ თალაკვაძე: არასწორია ჩვენი გუნდის დაყოფა ძველ და ახალ სახეებად
19-04-2018, 15:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე ბოლო პერიოდში უმრავლესობის შიგნით განვითარებულ მოვლენებს სტრეს-ტესტს უწოდებს.

 

 

როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას თალაკვაძემ განაცხადა, აღნიშნულ ტესტს გუნდი „ქართული ოცნების" გასაძლიერებლად გამოიყენებს.

 

 

„ეს იყო სტრეს-ტესტი უმრავლესობისთვის, რომელსაც ჩვენ გუნდის გაძლიერებისთვის გამოვიყენებთ. შიდაპარტიული კონსულტაციები უკვე დაწყებულია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც დეპუტატებმა წამოჭრეს.... არასწორია ჩვენი გუნდის დაყოფა ძველ და ახალ სახეებად. მე პირადად უკვე 6 წლის განმავლობაში ვმუშაობ სახელისუფლებო გუნდში და გუნდში არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელთა უკანაც დგას ძალიან დიდი გამოცდილება საჯარო, კერძო სექტორში მუშაობის, არასამთავრობო სექტორში მუშაობის", განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში დეპუტატები დღეს უნდა შეკრებილიყვნენ, თუმცა, როგორც ცნობილია, აღნიშნული შეხვედრა გადაიდო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი