მგონია, რომ ადამიანს, რომელიც მაგ ასაკში იმყოფება, ეთიკა და ზრდილობა უკვე შეძენილი უნდა ჰქონდეს, რაღა დროს კოდექსებით ცხოვრებაა, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით ჭიჭინაძემ ქცევის კოდექსის მომზადების თაობაზე გუგული მაღრაძის განცხადების საპასუხოდ.
დავით ჭიჭინაძე საპარლამენტო უმრავლესობისთვის ქცევის წესებისა და სანქციების მომზადების წინააღმდეგია, გუგული მაღრაძე კი, მომხრე.
„პატარა ბავშვი რომ ვიყავი, მეუბნებოდნენ, მარცხენა ხელით არ ჭამო და კოვზი მარჯვენა ხელში დაიჭირე, უზრდელობააო. ასევე მასწავლეს, თავი თეფშში არ ჩაჰყოო. თუ ვინმეს პოლიტიკაში იმის გადმოტანა უნდა, პოლიტიკაში სად როგორ მოვიქცეთ – არ დავამთქნაროთ და კანონის მიღების დროს არ ჩაგვეძინოს, კი ბატონო", განაცხადა დავით ჭიჭინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.