ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა, მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის უფროსთან, მიხეილ სვანაძესთან ერთად, სოფელ მთისძირში მცხოვრებ სპეციალური საჭიროების მქონე ქეთევან ბელთაძეს სტანდარტული ტიპის ეტლი გადასცა.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ეტლით უზრუნველყოფის პროგრამას ვანის მუნიციპალიტეტში საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის" 2017 წლიდან ახორციელებს.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ვანში მცხოვრებ სპეციალური საჭიროების მქონე მოქალაქეებზე უსასყიდლოდ 58 ეტლი გაიცა.
ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.