გარდაბნის მუნიციპალიტეტის სპორტული ცენტრის ორგანიზებით, სოფელ ყარაჯალარის სკოლის სპორტულ დარბაზში, კიკბოქსში საერთაშორისო ღია პირველობა 2000- 2001, 2002-2003, 2004- 2005 წლამდელ მოსწავლე სპორტსმენებს შორის გაიმართება.
გარდაბნის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ტურნირს, რომელიც სტარტს 20 აპრილს აიღებს და 22 აპრილს დასრულდება, ა(ა)იპ სპორტული ცენტრის მიერ დამტკიცებული მსაჯთა კოლეგია უხელმძღვანელებს. შეჯიბრი მოქმედი ფედერაციის „ფილას“ დამტკიცებული წესების დაცვით გაიმართება.
მათივე ინფორმაციით, ტურნირის ჩატარების მიზანია, გამოვლინდნენ როგორც ადგილობრივი, ისე სხვა რეგიონის, ქალაქებისა და მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსული პერსპექტიული სპორტსმენები, რაც მეგობრული ურთიერთობის დამყარებისა და ურთიერთგამოცდილების გაზიარების საფუძველი გახდება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.