სს გეს „საქრუსენერგო“ 23 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით 330 კვ. ეგხ „გარდაბანზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს განახორციელებს
19-04-2018, 16:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

330 კვ ეგხ „გარდაბანი“ წარმოადგენს სახელმწიფოთაშორისო ელექტროგადამცემ ხაზს, რომლის მეშვეობითაც წარმოებს საქართველოსა და აზერბაიჯანის ენერგოსისტემებისის პარალელურ რეჟიმში მუშაობა, ჩვენი ენერგოსისტემის მდგრადობისა და საიმედოობის უზრუნველყოფა. ამჟამად საქართველოს ენერგოსისტემა 500 კვ ეგხ „კავკასიონით“ პარალელურ რეჟიმში მუშაობას ახორციელებს რუსეთის ენერგოსისტემასთან. აქედან გამომდინარე 330 კვ ეგხ „გარდაბანი“ იმყოფება მარქაფში.

 


როგორც GUARDIAN.GE-ის სს გეს „საქრუსენერგო“-დან აცნობეს, 330 კვ ეგხ „გარდაბანი“ გეგმიური სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად შეკეთებაში უნდა ჩამდგარიყო 2018 წლის 04 ივნისიდან 09 ივნისის ჩათვლით.

 


როგორც საქართველოს ეროვნული სადისპეტჩერო ცენტრიდან ცნობილი გახდა 330 კვ ეგხ „გარდაბანისა“ და გადამკვეთი 500, 220 და 10 კვ ელექტროგადამცემი ხაზების შეკეთებაში ჩაყენება, რომელთა გამორთვაც აუცილებელია ეგხ „გარდაბანზე“ სარემონტო სამუშაოების სრულყოფილად წარმართვისათვის შესაძლებელი იქნება 2018 წლის 23 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით.

 


სამუშაოები შესრულდება მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში. 330 კვ ეგხ „გარდაბანზე“ სამუშაოებს განახორციელებს თბილისის სსუ-სა და ტრანსპორტის სამსახურის პერსონალი. სამუშაოებზე დაკავებული იქნება სს გეს „საქრუსენერგოს“ 30-მდე პერსონალი და გამოყენებული იქნება 10 ერთეული სპეცტექნიკა.

 


ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში სამუშაოების წარმოებას კოორდინაციასა და მონიტორინგს გაუწევს აღმოსავლეთ საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ვახტანგ კიკვაძე. პერსონალის მიერ სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოებას ზედამხედველობას დაკონტროლს გაუწევს უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია.

 


330 კვ ეგხ „გარდაბანის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში შესრულდება გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები, მათ შორის გატეხილი და დაჭუჭყიანებული იზოლატორების შეცვლა, ნაკერებში გახსნილი კუთხოვანებისადგილების გამაგრება შედუღებით, კუთხური ანძების მარყუჟების შემაერთებელი სააპარატო მომჭერების აღდგენა,ანძებიდან ფრინველების ბუდეების ჩამოხსნა, მაღლივი დათვალიერება და სამუშაოთა წარმოების პროცესში აღმოჩენილი სხვა გადაუდებელი სამუშაოები.

 


სს გეს „საქრუსენერგო“-ს ცნობით, შესრულებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად ამაღლდება ელექტროგადამცემი ხაზის მდგრადობა და საიმედოობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია ენერგოსისტემისათვის მოახლოებული წყალდიდობის სეზონის წარმატებით გავლისათვის.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი