ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ საერთო საჯარისო ცენტრის მანევრის სკოლის ქვეით უმცროს ოფიცერთა და საბრძოლო სკოლის სამხედრო საინჟინრო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსების გამოშვების ცერემონიალი გაიმართა.
კურსდამთავრებულებს სიტყვით წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალმა, პოლკოვნიკმა მალხაზ მაკარაძემ მიმართა და სწავლების დასრულება მიულოცა. მან სამომავლო რეფორმებზე ისაუბრა და უმცროს ოფიცრებს წარმატებული კარიერა უსურვა.
ღონისძიების დასასრულს, სამხედრო მოსამსახურეებს დიპლომები საზეიმო ვითარებაში განათლების სარდალმა, პოლკოვნიკ მალხაზ მაკარაძემ, საერთო საჯარისო ცენტრის მეთაურმა იროდი ქადაგიშვილმა და ცენტრ „კრწანისის“ მეთაურმა ლევან მურჯიკნელმა გადასცეს.
მანევრის სკოლის ქვეით უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი 23-მა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა. 7 თვის განმავლობაში მათ როგორც საერთო-საჯარისო ტაქტიკა, სახმელეთო ნავიგაცია, ასევე ბრძოლის მხარდამჭერი და უზრუნველყოფის ელემენტების საფუძვლები შეისწავლეს. აღნიშნული კურსის გავლის შემდეგ, მათ მიენიჭათ ძირითადი სამხედრო განათლების I საფეხურის მქონე ოფიცრის კვალიფიკაცია მსუბუქი ქვეითის სპეციალობით.
საბრძოლო სკოლის სამხედრო საინჟინრო უმცროს ოფიცერთა მომზადების კურსი კი, 10-მა სამხედრო მოსამსახურემ დაამთავრა. ოფიცრებმა შეისწავლეს საერთო საჯარისო მომზადება, საინჟინრო ოპერაციები, საინჟინრო კონსტრუქციები, მათი სტრუქტურა და საინჟინრო ტაქტიკა.
კურსდამთავრებულები საკუთარ ქვედანაყოფებში გადანაწილდებიან და მსახურს შეიარაღებულ ძალებში განაგრძობენ.
ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.