კუბის ეროვნული ასამბლეის გადაწყვეტილებით, 86 წლის რაულ კასტრო პრეზიდენტის პოსტზე 57 წლის მიგელ მარიო დიაზ-კანელ ბერმუდეზმა შეცვალა
19-04-2018, 18:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რაულ კასტრო კუბის პრეზიდენტის პოსტზე 57 წლის ბიუროკრატმა, მიგელ მარიო დიაზ-კანელ ბერმუდეზმა შეცვალა, რითაც კომუნისტურ კუნძულზე ერთი ოჯახის, კასტროების 60-წლიანი მმართველობა დასრულდა.

 

 

ეროვნულმა ასამბლეამ გამოაცხადა, რომ მიგელ მარიო დიაზ-კანელ ბერმუდეზი, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო, დამტკიცებულია პრეზიდენტად.

 


86 წლის რაულ კასტრო კომუნისტური პარტიის ხელმძღვანელად რჩება, პარტიისა, რომელიც კონსტიტუციით, „სახელმწიფოს და საზოგადოების უმთავრეს მამოძრავებელ ძალად“ არის მიჩნეული. შედეგად, ის კუბაში ისევ ყველაზე გავლენიანი პერსონა იქნება.

 

 

ბიოლოგიური რეალობის წინაშე მდგომი, მაგრამ ჯერ კიდევ აქტიური და აშკარად ჯანმრთელი რაულ კასტრო პრეზიდენტის პოსტიდან იმ გარანტიის ძალისხმევით მიდის, რომ ახალმა ლიდერებმა შეძლონ მთავრობის კონტროლის შენარჩუნება ძალაუფლებაზე იმ დროს, როცა ქვეყანა ეკონომიკური სტაგნაციის წინაშე დგას, მოსახლეობის დაბერების პროცესი სახეზეა და უფრო ახალ თაობებს შორის იმედგაწბილებას აქვს ადგილი. 

 

 

„მე არ მინდა კაპიტალისტური სისტემის ხილვა. ვიმედოვნებ, ის არ შემოვა ჩვენთან, მაგრამ ჩვენ უნდა აღვადგინოთ ეკონომიკა“, განაცხადა რობერტო სანჩესმა, 41 წლის მუშამ, რომელიც მშენებლობაზე მუშაობს. „მე მსურს მქონდეს უფრო მეტი შესაძლებლობა, ვიყიდო მანქანა, და გამაჩნდეს ქონება“. 

 

 

ახალ პრეზიდენტს მემკვიდრეობით ერგო ქვეყანაში არსებული ეკონომიკური სტაგნაცია და გარდა ამისა, კომპლექსურ ამოცანას წარმოადგენს ისიც, რომ იგი მისი წინამორბედებისაგან განსხვავებით რევოლუციური წარსულის მქონე ფიგურა არ არის.

 

 

 


მიგელ დიაზ-კანელი (ფოტოზე ხელმარჯვნივ) ნაკლებად ცნობილი პოლიტიკური ფიგურა იყო 2013 წლამდე, როცა იგი კუბის სახელმწიფო საბჭოს ვიცე-პრეზიდენტად დაინიშნა, მაგრამ მას შემდეგ ის რაულ კასტროს მარჯვენა ხელი გახდა.

 


იგი 1960 წელს დაიბადა, ერთი წლის შემდეგ, რაც ფიდელ კასტრომ კუბის პრემიერ მინისტრის რანგში დადო ფიცი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი