საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და „საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციას“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ზაალ კაპანაძემ და ფედერაციის პრეზიდენტმა კონსტანტინე ამირაჯიბმა მოაწერეს.
პროექტის მიზანს ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე ფედერაციის პროექტებსა და პროგრამებში საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების შვილების ჩართვა წარმოადგენს.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, მხარეები ჯანსაღი ცხოვრების წესს, მასობრივი სპორტის პოპულარიზაციისკენ მიმართულ პროექტებსა და პროგრამებს ერთობლივად ქმნიან. დოკუმენტის საფუძველზე სამინისტრო, კომპეტენციის ფარგლებში, ხელს შეუწყობს ფედერაციას საქართველოში ბავშვთა და სასკოლო სპორტის განვითარებისკენ მიმართული პროექტებისა და პროგრამების განხორციელებაში.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.