მაკრონი და მერკელი ბერლინში შეხვედრის შემდეგ ვაშინგტონში მიემგზავრებიან და ტრამპის წინაშე ევროკავშირის ერთიანი ფრონტით წარსდგებიან
20-04-2018, 08:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ოფიციალურ ვიზიტად გერმანიაში იმყოფება და მის კოლეგასთან, ანგელა მერკელთან ერთად ევროკავშირის მომავალზე მოლაპარაკებებს მართავს მას შემდეგ, რაც სტრასბურგში, ევროპულ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას, ევროკავშირში შემავალ ქვეყნებში მოზღვავებული ნაციონალიზმის ფონზე, ბლოკის დაუყოვნებელი რეფორმის საჭიროებაზე ისაუბრა.

 


როგორც „დოიჩე ველე“ იტყობინება, ლიდერები თანხმდებიან, რომ ევროპამ საერთაშორისო არენაზე თავისი ინტერესები, როგორც ერთიანმა ორგანიზმმა უნდა წარმოადგინოს, და ასევე დღის წესრიგში დგას თავშესაფრის მაძიებელთა და იმიგრაციასთან დაკავშირებული ერთიანი ევროპული პოლიტიკის მომზადების საკითხები.

 


„თქვენ შეხედავთ, რომ მოწადინებული ვართ ერთად მუშაობისთვის და ამისათვის სურვილიც არსებობს“, განაცხადა მაკრონმა და დაამატა: „ჩვენ ევროპული თავგადასავლის მომენტში ვცხოვრობთ, რაც ნამდვილად უნიკალურია. ასევე, ჩვენი სახელმწიფოების შიგნით სერიოზული ეჭვები და მძლავრი ნაციონალური ხედვებია“.

 


საშინაო ზეწოლა მერკელზე 

 


როგორც „დოიჩე ველე“ წერს, მაკრონის ერთიანი ევროპის ხედვა მერკელისთვისაც მისაღებია, მაგრამ გერმანიის კანცლერი შიდა ზეწოლის გამო, განსაკუთრებით კი მისი „ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის“ მხრიდან, რომელიც მზარდი ულტრა-მემარჯვენე პოპულიზმითაა შეშინებული და განსაკუთრებით მგრძნობიარეა გერმანელი გადასახადის გადამხდელების ფულის ევროკავშირში გადანაწილებით, შესაძლოა, ვერ აღმოჩნდეს საფრანგეთის გეგმებისადმი ისეთი დამყოლი, როგორც ეს მაკრონს სურს.

 


საბანკო სფერო

 


მაკრონი ასევე ევროპული საბანკო კავშირის განვითარებისთვის ძალისხმევას არ იშურებს, რაც მოიცავს დეპოზიტის დაზღვევის სქემას, დაცული იყოს ბანკებში ფულის შემნახველთა ინტერესები. გერმანია კი ამ საკითხის წინ წასაწევად ფეხს ითრევს. გასულ თვეს, ახალმა ფინანსთა მინისტრმა შეაქო მაკრონის გეგმები, მაგრამ ამ თვეში, სოციალ-დემოკრატმა განაცხადა, რომ სადაზღვევო სქემა ახლო მომავალში არ იქნება განხორციელებული. ევროპულმა ბანკებმა უნდა შეამცირონ თავიანთი რისკები და პირველ რიგში უნდა მოიცილონ პრობლემური სესხები - პოზიცია, რომელიც თანხვედრაშია გერმანიის ტრადიციულ კონსერვატიულ ფისკალურ პოლიტიკასთან, წერს გამოცემა.

 

 

ტრამპთან შეხვედრის წინ

 


მაკრონს და მერკელს ასევე მომავალ კვირას ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით ჰკითხეს. ევროპელი ლიდერები ვაშინგტონში შეხვედრას გამართავენ პრეზიდენტ ტრამპთან, რომელმაც სავაჭრო ტარიფებზე საუბრებით, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის არსებული ჰარმონია დაარღვია.

 


„ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროში, სადაც განსხვავებულობაა“, უპასუხა მერკელმა სიფრთხილით, „და რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრებთ ამ განსხვავებულობაზე, და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ იმის შესახებ, თუ როგორ წარმოვადგინოთ ევროპული ხედვა“. ამის შემდეგ მერკელმა ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად ღირებულია მისთვის პარტნიორობა შეერთებულ შტატებთან, რომელიც კანცლერმა აღწერა, როგორც „დიდი განძი, რომელიც მე მსურს განვავითარო და ავაყვავო“.

 


„სავაჭრო საკითხებზე, მე შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ (მერკელი და მაკრონი) ორივეს გვჯერა და პატივს ვცემთ იმ მრავალმხრივ სტრუქტურას, რასაც სავაჭრო ორგანიზაციები წარმოადგენენ და რასაც ევროპული კომისია წარმოადგენს“, დაამატა საფრანგეთის პრეზიდენტმა მერკელის მიერ გაკეთებული კომენტარის შემდეგ და განაგრძო: „და მე ვფიქრობ, ჩვენ საერთო შეშფოთებები და წუხილები გვაქვს, განსაკუთრებით როცა საკითხი ეხება ჩინეთში წარმოებულ ალუმინსა და ფოლადს“.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი