საგარეო საქმეთა მინისტრ თამარ ბერუჩაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობის არც ადგილმდებარეობა და არც ფიზიკური მდგომარეობა ამ უწყებას არ შეესაბამება, შესაბამისად, ბერუჩაშვილი მიიჩნევს, რომ მისაღებია გადაწყვეტილება შენობის რეაბილიტაციის ან სხვა ალტერნატივის მოძებნის თაობაზე, - ამის შესახებ ბერუჩაშვილმა განცხადება მთავრობის დღევანდელ სხდომაზე გააკეთა.
"ჩვენი შენობა დიდი ხანია ცნობილია, რომ ავარიულ მდგომარეობაშია. წლების განმავლობაში სხვადასხვა ხელისუფლების დროს მართლაც ძალიან ბევრი თანხა დაიხარჯა, მაგრამ არც ადგილმდებარეობა და არც ფიზიკური მდგომარეობა დღეს არ არის შესაბამისი ამ უწყების. რეალურად ალბათ გადაწყვეტილება მისაღებია, ან უნდა მივხედოთ ამ შენობას, ან სხვა ალტერნატივა ვნახოთ, - განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.