პანკისის ხეობის სოფელ დუისში ხეობის მოსახლეობა დღეს საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, უხუცესთა საბჭოსა და ადგილობრივებს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე მოთხოვნები აქვთ.
მალხაზ მაჩალიკაშვილი აქციებს ხეობის შემდეგ, თბილისშიც აანონსებს და იმ სპეცრაზმელების დასჯას მოითხოვს, რომლებიც დუისში ჩატარებულ სპეცოპერაციაში მონაწილეობდნენ.
„დუისში იქნება აქციები, შემდეგ, რაღაც გარკვეული პერიოდის მერე, ალბათ თბილისში გადაინაცვლებს. ვინც ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობდა, ვინც დაგეგმა და ეს მკვლელობა ჩაიდინა, ამ ადამიანების დასჯა, დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, თემირლანის უდანაშაულობა – აღნიშნულ მოთხოვნებს დავაყენებთ“, განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.
19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.