პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადებას ეხმაურება და ამბობს, რომ „ჭიჭინაძის განცხადებაში საწყენი არაფერი არ არის".
„ეს გამონათქვამები მედიისთვის არის საინტერესო, ჩემთვის აქტუალური აღარ არის. დავით ჭიჭინაძე განსწავლული ადამიანია და კარგი გამოცდილება აქვს იმ დარგებში, რომელ კომიტეტებშიც მუშაობს. მის განცხადებაში საწყენი არაფერი არ არის, უბრალოდ, ერთ დერეფანში დავდივართ, ერთად ვართ და ღია ეთერით არ უნდა ვისაუბროთ. ეს ამოცანა და იდეაა, რომლის გამოც უახლოეს მომავალში სხდომა გაიმართება. რომ გვაკრიტიკებს, პრეტენზია და რაღაც საკითხებზე სხვა მოსაზრება აქვს, შეკრება და ამ საკითხების შიგნით, ოჯახში გარჩევა აქტუალური სწორედ ამიტომ არის. ერთმანეთის მიმართ გამონათქვამებს უფრო უნდა დავუკვირდეთ და მეტი სიფრთხილე უნდა გამოვხატოთ, რადგან ჩვენი გუნდისთვის საქმიან ატმოსფეროში არც კამათია უცხო და ეს პოზიტიური შედეგის მომტანიც არის", განაცხადა გიორგი ვოლსკიმ, რომელმაც „კოლექტიური ზარდიაშვილების“ თაობაზე დავით ჭიჭინაძის განცხადებას არაკორექტული უწოდა, რასაც მოგვიანებით თავად ჭიჭინაძე გამოეხმაურა.
„ეტყობა, გია დაგვიბერდა და ვეღარ გრძნობს იმას, რა არის კორექტული და რა – არაკორექტული", განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.