საქართველო-ნორვეგიას შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეებმა ნორვეგიის შიდა გვარდიის მე-8 რეგიონის საველე სწავლებაში მიიღეს მონაწილეობა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, ვიზიტის მიზანი საქართველოსა და ნორვეგიის გვარდიებს შორის არსებული თანამშრომლობის გამყარება და რეზერვისტების სწავლების დაგეგმვისა და აღსრულების პროცესში გამოცდილების გაზიარება იყო.
უწყებაში აცხადებენ, რომ მსგავსი სახის ვიზიტები ნორვეგიისა და საქართველოს ეროვნული გვარდიების ურთიერთთანამშრომლობისა და შესაძლებლობების განვითარების საუკეთესო საშუალებაა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.