ნუკრი ქანთარია: რაც უფრო გადაიდება უმრავლესობის სხდომა, მით უფრო გართულდება ვითარება
20-04-2018, 13:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ უმრავლესობის სხდომის ჩატარების თარიღზე ინფორმაციას არ ფლობს. ქანთარია ფიქრობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა რაც უფრო გადაიდება, პრობლემის მოგვარება მით უფრო გართულდება.

 

 

„უმრავლესობის სხდომა მომავალ კვირაში გაიმართება თუ შემოდგომაზე, ამის თაობაზე ინფორმაცია არ მაქვს. რაც უფრო გადაიდება, ვითარება უფრო და უფრო გართულდება, რადგან პრობლემა არ უნდა დააძინო, პრობლემას უნდა უმკურნალო და გადაჭრა. ეს ელემენტალური ლოგიკაა. მიზეზები არ დაილევა, ვიღაც მივლინებაშია, ვიღაც საქეიფოდ, ვიღაც უქეიფოდ, როგორც ცნობილ ფილმშია. ვიღაც ავად არის და შეუძლოდაა. ასე სად წავალთ? ერთი დღე უნდა დაინიშნოს და იმ დღეს ყველამ მაქსიმალური მობილიზება უნდა მოახდინოს, რათა უმრავლესობის ენერგია ამომრჩეველზე დავხარჯოთ. თუ ემოცია ვერ გადავდეთ და პრობლემებს საქმიანად არ მივუდექით, მაშინ სეირი იქნება, რაც საინტერესო მხოლოდ თქვენთვისაა, შედეგის თვალსაზრისით კი, ყველასთვის დამაზიანებელია“, განაცხადა ნუკრი ქანთარიამ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში დეპუტატები გუშინ, 19 აპრილს უნდა შეკრებილიყვნენ, თუმცა, სხდომა გადაიდო.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი