ზაქარია ქუცნაშვილი: ბევრად მოკრძალებულად ვიქცევით ის ხალხი, ვისაც გამარჯვებაში მეტი დამსახურება გვაქვს და რომელი გამარჯვების წყალობითაც დღეს დაპირისპირებული ადამიანები პარლამენტში მოხვდნენ
20-04-2018, 15:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, უმრავლესობაში დაპირისპირების ნიშნებია, რასაც მკურნალობა სჭირდება.

 

 

„ეს პრობლემა თვითგანკურნებით არ დაიძლევა. ამიტომ, ვინც ვალდებულია, ამ სიტუაციაში პასუხისმგებლობის ტვირთი ზიდოს, ინიციატივა თავის ხელში უნდა აიღოს. ვინ არის, ამას გამგები გაიგებს", აცხადება ქუცნაშვილი, რომლისთვისაც შექმნილი სიტუაცია მიუღებელია.

 

 

„პარლამენტში ის ადამიანები ბევრად მეტი ვართ, ვინც არც ერთი კონფლიქტის მხარეს არ ვართ, მაგრამ ის ხალხი ბევრად მოკრძალებულად ვიქცევით, ვისაც იმ გამარჯვებაში ბევრად მეტი დამსახურება აქვს, რა გამარჯვების წყალობითაც დღეს დაპირისპირებული მხარეები პარლამენტში არიან წარმოდგენილნი. ეს არ ნიშნავს, რომ მეტი წვლილის შემტანი ხალხი ასე ცხოვრებას დიდხანს გააგრძელებს. ამიტომ, პროცესებში ის ხალხი უნდა ჩაერიოს, ვინც მდგომარეობაზე პასუხისმგებელია. ამ პრობლემას განკურნება სჭირდება, სხვა შემთხვევაში დაპირისპირება გაღვივდება და დაპირისპირების ნიშნები სერიოზულ კონფლიქტში გადაიზრდება“, განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი