ირაკლი კობახიძე: „ეთიკის კოდექსთან დაკავშირებით პარლამენტში ახალი ინიციატივა შემოვა“
20-04-2018, 17:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ახალი ინიციატივა შემოვა პარლამენტში და მის საფუძველზე, ჩვენ, დარწმუნებული ვარ, შევთანხმდებით ახალ დოკუმენტზე“, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ „ეთიკის კოდექსზე“ საუბრისას.

 


მისი თქმით, გუშინ, პლენარულ სხდომაზე კენჭისყრისთვის წარმოდგენილ დოკუმენტთან დაკავშირებით, გარკვეული შენიშვნები იყო.

 

 

„ჩვენ გვაქვს დრო იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ. ახალი ინიციატივა შემოვა პარლამენტში და მის საფუძველზე, ჩვენ, დარწმუნებული ვარ, შევთანხმდებით ახალ დოკუმენტზე.

 

 

ამ საკითხზე მუშაობა დაიწყო დიდი ხნის წინ. იყო მათ შორის ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაცია, რომ ასეთი კოდექსი შემუშავდეს. მე არ ვთვლი, რომ არის რამე განსაკუთრებული პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც ჭირდება რაიმე განსაკუთრებული დოკუმენტის მიღება, თუმცა იმისათვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში უზრუნველყოფილი იყოს რაიმე სირთულეების პრევენცია, ასეთი ეთიკის კოდექსის მიღება მიზანშეუწონელი არ არის“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი