„ეს საკითხი არის ახლა სტრასბურგის სასამართლოს მსჯელობის საგანი და სტრასბურგის სასამართლო მიიღებს ამაზე გადაწყვეტილებას. რაც შეეხება საქართველოს ხელისუფლების პოზიციას, ხელისუფლება წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესებს, შესაბამისი უწყებები წარმოადგენენ სახელმწიფოს ინტერესებს სტრასბურგის სასამართლოში და ბუნებრივია ისინი მოქმედებენ საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში“, აღნიშნული განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის საქმეზე საუბრისას გააკეთა.
მისი თქმით, მმართველი გუნდის ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა მედიაპლურალიზმია, რომელიც აუცილებლად იქნება უზრუნველყოფილი საქართველოში.
„ყველაფერი იქნება კარგად მედიაპლურალიზმის მიმართულებით. ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი მიღწევა 2012 წლის შემდეგ არის სწორედ მედიაპლურალიზმი და მედიაპლურალიზმი აუცილებლად იქნება შენარჩუნებული და უზრუნველყოფილი საქართველოში“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.