ხონის მუნიციპალიტეტს ფაროსანასთან საბრძოლველად ტექნიკა გადაეცა
20-04-2018, 18:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აზიურ ფაროსანასთან საბრძოლველად ხონის მუნიციპალიტეტს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სპეციალური ტექნიკა გადასცა.

 

 

სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული მონიტორინგის მიზნით, მუნიციპალიტეტის სოფლებში ფერომონები (მცირე მოწყობილობა, რომელიც იზიდავს მწერს) განთავსდა.

 

 

„საერთო ჯამში, ქვეყნის ტერიტორიაზე მონტაჟდება 10 ათასი ფერომონი, ხოლო 110 ათასი ფერომონის გამოყენება იგეგმება „მოიზიდე და მოკალის“ სადგურებისთვის, რომლებიც მავნებლის გავრცელების კერებში განთავსდება.

 

 

მწერთან საბრძოლველად რეგიონებში 120 მაღალი გამავლობის სპეციალური ტექნიკა გამოიყენება. ფაროსანას განიერი, ყავისფერი მარმარილოსებრი ტექსტურა, ხოლო ფეხებსა და მუცლის კიდეებზე თეთრი ზოლები ახასიათებს.

 

 

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საქართველოს 2018 წლის სტრატეგია, 2017 წლის გამოცდილებაზე დაყრდნობით და მსოფლიოს წამყვანი სპეციალისტების ჩართულობით მომზადდა.

 

 

მისი ძირითადი მიმართულებებია: აქტიური საინფორმაციო კამპანია; სრულმასშტაბიანი მონიტორინგი; ქიმიური ღონისძიებები; სამეცნიერო კვლევითი საქმიანობა. ხონის მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობას მიმართავს, დამატებითი ინფორმაციისათვის მიაკითხონ აღნიშნული საჯარო დაწესებულების შესაბამის სამსახურს, ან სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხონის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურს", აღნიშნულია ხონის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი