ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბოლაჯურში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლამდელი დაწესებულება გაიხსნა.
საბავშვო ბაღის შენობა საზეიმო ვითარებაში სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძემ, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გიორგი კოპაძემ და ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ, იმედა მღებრიშვილმა გახსნეს.
„საბავშვო ბაღის შენობა, რომელიც 80 აღსაზრდელზეა გათვლილი, ორი სათამაშო, ორი სასაუზმე ოთახისგან, სამზარეულოს, საძინებლის, საკუჭნაოს, დერეფნისა და სამი სველი წერტილისგან შედგება.
პროექტის ფარგლებში მთლიანად განახლდა შენობის გარეფასადი, ახლით შეიცვალა არსებული კარ-ფანჯარა და იატაკი, მოეწყო წყლის სისტემა, ელექტროგაყვანილობა, შეიღება ჭერი და კედლები, მოეწყო უმაღლესი ხარისხის საკანალიზაციო სისტემა, ხოლო საპირფარეშოები მოპირკეთდა და აღიჭურვა ყველა საჭირო ინვენტარით. პროექტის განხორციელებისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 118 000 ლარი გამოიყო.
საერთაშორისო ორგანიზაცია „world vision“-მა სააღმზრდელო დაწესებულება ყველა საჭირო ინვენტარით აღჭურვა.
სოფელ ბოლაჯურში საბავშვო ბაღის შენობა ამორტიზებული იყო და მხოლოდ ერთი ჯგუფი ფუნქციონირებდა, ახლა კი, ბაღი ორ ჯგუფზეა გათვლილი და ბოლაჯურის მიმდებარედ ხუთი სოფლის აღსაზრდელებს ექნებათ საშუალება ისარგებლონ სკოლამდელი დაწესებულებით", ნათქვამია ადიგენის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.