თურქეთის საელჩოში საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით და საქართველო-თურქეთს შორის სამხედრო სფეროში აქტიური თანამშრომლობის აღსანიშნავად მიღება გაიმართა. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და თურქეთის რესპუბლიკაში სხვადასხვა სამხედრო სასწავლებლის კურსდამთავრებული ქართველი ოფიცრები დაესწრნენ. მიღებას თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანმა უმასპინძლა.
საზეიმო მიღებაზე მიწვეულ სტუმრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა. ლევან იზორიამ ხაზი საქართველო-თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა და აღნიშნა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან თურქეთი აქტიურად თანამშრომლობს ჩვენს ქვეყანასთან სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ყველა სფეროში. ელჩმა ფატმა ჯერენ იაზგანმა კი, სიტყვით გამოსვლისას სამხედრო განათლების სფეროში ორმხრივ თანამშრომლობას გაუსვა ხაზი.
დღემდე საქართველო-თურქეთს შორის სამხედრო განათლების სფეროში პარტნიორობის შედეგად თურქეთის სხვადასხვა სამხედრო სასწავლებელში დაახლოებით 2000-მა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ და სამოქალაქო პირმა აიმაღლა კვალიფიკაცია.
ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.