თბილისში, გლდანის აგრარულ ბაზრებში ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები გამოავლინეს. აღნიშნულ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა გლდანის აგრარული ბაზრების შპს“მერკადოს“ და შპს „სუზალას“ ხორცის სარეალიზაციო პავილიონები შეამოწმეს.
შემოწმებისას გამოვლინდა ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცის რეალიზაციის ფაქტები, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ, მავნე სურსათი კი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება.
სულ დალუქულია 200 კგ-ზე მეტი მსხვილფეხა საქონლისა და ქათმის იმპორტირებული ხორცი. გარდა ამისა, შპს „მერკადოს“ ხორცის სარეალიზაციო პავილიონს კრიტიკული შეუსაბამობების გამო საწარმოო პროცესი შეუჩერდა.
2018 წლის I კვარტლის მონაცემებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სახეობრივი კვლევისთვის ხორცისა და ხორცპროდუქტების 40 ნიმუში აიღო, რომელთაგანაც დარღვევა დაფიქსირდა 11 ნიმუშში.
ამავე პერიოდში სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით განადგურდა 7243 კგ ვადაგასული და საეჭვო წარმომავლობის ხორცი და ხორცპროდუქტები", აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.