ცნობილი რუსი მსახიობი, რუსეთის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის სახალხო არტისტი ნინა დოროშინა 83 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება ამ წუთებში РЕН ТВ.
წინა დღით მსახიობმა, გულის პრობლემების გამო, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახა, მაგრამ საავადმყოფოში გადასვლაზე უარი განაცხადა. მოგვიანებით, დოროშინას „მეხუთე არხის“ ჟურნალისტები დაუკავშირდნენ და მსახიობმა მათ უთხრა, რომ თავს ნორმალურად გრძნობდა.
ნინა დოროშინა 1934 წლის 3 დეკემბერს დაიბადა ლოსინოოსტროვსკში (ახლა მოსკოვის ტერიტორია). 1956 წელს ბორის შჩუკინის სახელობის თეატრალური სასწავლებელი დაამთავრა, ორი წლის შემდეგ კი მისი დებიუტი თეატრ „სავრემენნიკში“ შედგა.
მას სახელი ყველაზე მეტად ვლადიმერ მენშოვის ფილმში, „სიყვარული და მტრდები“ ნადეჟდას როლის შესრულებამ მოუტანა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.