10 ადამიანია მოკლული და სულ მცირე 100 სხვას დაზიანებები აქვს მიღებული ნიკარაგუაში პოლიციასა და ახალი საპენსიო სისტემის მოწინააღმდეგეებს შორის მომხდარი შეხლა-შემოხლისას, იუწყება BBC ოფიციოზზე დაყრდნობით.
ვიცე-პრეზიდენტმა, როსალიო მურილომ არეულობებსა და ძალადობაში ბრალი „ვამპირებს“ დასდო, მაგრამ განაცხადა, რომ მთავრობა ღიაა დიალოგისათვის.
როგორც BBC იუწყება, მას შემდეგ, რაც 2007 წელს ნიკარაგუას სათავეში პრეზიდენტი დანიელ ორტეგა მოვიდა, ბოლო დღეების არეულობების ტალღა ყველაზე სისხლიანი აღმოჩნდა.
ნიკარაგუაში არეულობები საპენსიო რეფორმას მოჰყვა, რომლის მიხედვითაც გაიზარდა მშრომელთა და დასაქმებულთა შენატანი საპენსიო თანხების ყულაბაში და შემცირდა საყოველთაო სარგებლები.
არეულობები ოთხშაბათს დაიწყო, როცა პენსიონერები ქვეყნის დედაქალაქ მანაგუას ქუჩებში გამოვიდნენ. მათ მომდევნო დღეს ათასობით სტუდენტი და მუშა შეუერთდა.
მოკლულთა შორისაა ორი პროტესტანტი და ერთი პოლიციელი, რომელიც მანაგუაში პარასკევს მას შემდეგ მოკლეს, რაც დემონსტრანცია ძალადობაში გადაიზარდა.
არეულობები ნიკარაგუას სხვადასხვა ქალაქში პარასკევს გვიან ღამემდე გაგრძელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.