რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (ФСБ) სტავროპოლში ტერაქტიების სერია აღკვეთა, რომელსაც „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერები გეგმავდნენ, იტყობინება უწყების პრესსამსახური.
ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ტერაქტს ე.წ. ისლამური სახელმწიფოს, აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დაჯგუფების მომხრე ამზადებდა. ძალოვანების ცნობით, იგი „რეზონანსულ ტერაქტებს ცეცხლსასროლი იარაღითა და თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობებით“ გეგმავდა.
„ტერორისტული აქტების ობიექტები უნდა გამხდარიყო სტავროპოლის მხარის ხელისუფლების შენობა და უსაფრთხოების ტერიტორიული ორგანოები“, აცხადებენ ФСБ-ში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.