ქართველმა მშვიდობისმყოფელებმა ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ავღანელი სამხედროები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს
22-04-2018, 10:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამეთაურო რგოლმა, ავღანეთის ეროვნული არმიის I დივიზიის I ბრიგადის IV ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. ღონისძიება ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ავღანური მოკავშირე ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილზე გაიმართა.

 

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 31-ე ბატალიონის მეთაურმა და აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსის ქართული სამეკავშირეო ჯგუფის ხელმძღვანელმა მოტორიზებული პატრულირებისას და სწავლებებში გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისათვის, ასევე ქართულ ქვედანაყოფთან მჭიდრო თანამშრომლობისათავის ავღანეთის ეროვნული არმიის სამხედროებს მადლობა გადაუხადეს და სიგელებით დააჯილდოვეს.

 

 

 


„ქართველი მშვიდობისმყოფელები ავღანელ სამხედროებს მოტორიზებული პატრულისა და სხვადასხვა დავალების შესასრულებლად თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს სისტემატურად უტარებენ. სწავლებებში ყურადღება გამახვილებულია იმ უნარებზე, რომლებიც ავღანელ ჯარისკაცებს მოტორიზებული პატრულირების, ქვედანაყოფის მართვისა და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესში სჭირდებათ.

 


საქართველოს შეიარაღებული ძალების III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად ბაგრამის საავიციო ბაზაზე ასრულებს. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა საავიაციო ბაზის უსაფრთხოება და ოპერაციის რაიონის კონტროლია“, აღნიშნულია უწყების ინფორმაციაში. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი