გიორგი აბაშიშვილი: პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცვლელია
29-05-2015, 03:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით ყველა ის პოზიცია, რომელიც აქამდე დავაფიქსირეთ, უცვლელია, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის დღევანდელი განცხადების კომენტირებისას საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა გიორგი აბაშიშვილმა განაცხადა.


მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია რეზიდენციის საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებას აღარ აპირებს.


"ჩვენი მხრიდან, ალბათ, რამდენიმე ათეულჯერ გაკეთდა განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ნებისმიერი წინა კომენტარი, რომელიც ამ თემის კომენტირებისას იყო გამოყენებული, შესაძლებელია დღესაც წარმატებით გამოვიყენოთ, რადგან ამ თემაში ახალი არაფერია და ჩვენი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით უცვლელია, აღარ ვაპირებთ ამ თემაზე კომენტარის გაკეთებას, რადგან არ მიგვაჩნია საჭიროდ ეს თემა კიდევ ერთხელ განხილვისთვის. ყველა ის წინა პოზიცია რომელიც გვქონდა პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებით არის უცვლელი და შესაბამისად არის ძალაში", - განაცხადა აბაშიშვილმა.


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ ათონელის რეზიდენციის გამოყენებასთან დაკავშირებით, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.


როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, თავად მთავრობა რაიმე მკვეთრი რეაგირების და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს, ვინაიდან, პრემიერის შეფასებით, ეს ქვეყნის იმიჯს დააზიანებს.


"იყო მსჯელობა იმაზე, თუ როგორ უნდა მოქცეულიყო მთავრობა ამ შენობასთან მიმართებაში. ვფიქრობ, ჩვენ, სახელმწიფომ და მთავრობამ თავი უნდა შევიკავოთ ნებისმიერი სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებისგან, რადგან არ დაზიანდეს ჩვენი ქვეყნის და სახელმწიფო ინსტიტუტების იმიჯი. ეს პირადად ჩემთვის, როგორც ყველა ჩვენგანისთვის, არის ყველაზე მნიშვნელოვანი. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობამ ეფექტურად უნდა განკარგოს ქონება, ბიუჯეტი და სხვა ყველაფერი, მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი, ჩვენ რაიმე სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებაზე დავიწყოთ ფიქრი და რაიმე მკვეთრი რეაგირება მოვახდინოთ, ვინაიდან ეს დააზიანებს ჩვენი ქვეყნის იმიჯს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს თავად პრეზიდენტმა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი